პოეზია (ბერძნ.: ποίησις „ვქმნი“) — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]
1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.
2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარიმეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.
პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.
პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს მის პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსისსტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – „უკან დაბრუნება“ (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის).
წყარო : http://ka.wikipedia.org
მაინც რა არის პოეზია?.....*
,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’
/ილია/
და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..
,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?...
რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?.... და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრინი დედაკაცი’’ პოეზია არაა?... და... ვთქვათ, ეს კი არის: ,,პეტრე,პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე’’....
ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმები, იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად.... და მაინც რა არის პოეზია?...
პოეზია სულის მდგომარეობაა... გახსოვთ, ლეონიძე რას წერს ,,ნატვრის ხეში’’? ,,პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო’’ და განა, თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?....
მე სიტყვის მძებნელი ვარ.... მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ .... და ,,ვცდილობ’’ სხვასაც ვასწავლო... მასწავლებელი ვარ და იმიტომ.... და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდი...წერის სწავლა ყველას შეუძლია... ხმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას....მაგრამ .... რუსთველისა არ იყო, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან,/ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან’’....
საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ,რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა ,,ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი’’ შესწვდება... თუმცა ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად’’....
რა არის პოეზია?.. და მაინც ...და ისევ... სულის მდგმარეობაა...ხოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი.....
მე როგორ ვწერ?... უფრო როგორც ერთბაშად მოვარდნილი, ,,შეჩერდი, წამოს!’’ განცდით...თუმც ეს ,,შეჩერდი, წამოც!’’, ხან უფრო მშვენიერია, თუ მეორე წამსაც დავუთმობ...ანუ მივუბრუნდები... და ზედმეტს წავართმევ.... ბოლო დროს ეს უფრო ხშირად ხდება....
ჯერ ეს იყოს და მერე, თუ დრო და განწყობა იქნა, სხვა მხრიდანაც შეიძლება სათქმელს შემოვუაროთ...
წყარო : ეს აზრი ძალიან მომეწონა :D
პოეტი

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
23 ივლისი, 1860 წ./პავლოვსკი.
ილია ჭავჭავაძე
წყარო : http://wikisource.org
წყარო : http://wikisource.org
No comments:
Post a Comment